ახალი ამბები
ივერიონი - გორის ახალი საკალათბურთო გუნდი
ზვიად ინაური, იოსებ ხაჩიური, ილია ჯოლბორდი, გია ქერდიყოშვილი, ზურაბ ლეკიშვილი, ბექა ტატალაშვილი - ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც 3 თვის წინ, 2021 წლის 24 აგვისტოს საკალათბურთო გუნდი ,,ივერიონი - გორი'' დააფუძნეს.

მათი გუნდი კი პირველ საერთაშორისო წარმატებას ერევანში, კავკასიის საკალათბურთო ლიგაზე აღწევს. კლუბის წევრებმა ჯერ ,,დვინი'' დაამარცხეს, შემდეგ ,,სუპერსონისკსს" სძლიეს.  ქულთა მაქსიმალური რაოდენობაც დააგროვეს.

როგორც გუნდის ადმინისტრაციაში აცხადებენ, კალათბურთელები საქართველოს "ა" ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობისთვის ემზადებიან. ერევნის ტურნირიც, ამ მოსამზადებელი ეტაპის ერთ-ერთი დასკვნითი სეგმენტია.

,,ახალშექმნილ გორულ საკალათბურთო კლუბს, ჯერ არცერთ შეჯიბრებაზე არ მიუღია მონაწილეობა. თუმცა აქამდე მხოლოდ ერთი ამხანაგური მატჩი გამართა, კერძოდ, 2 დღის წინ გორში საქართველოს სუპერლიგის ლიდერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლა და დაამარცხა' - აღნიშნულია გუნდის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გორის "ივერიონი", საქართველოს "ა" ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერევნიდან დაბრუნების შემდეგ ჩაებმება (დეკემბერი). ერევანში წარმატებული ასპარეზობის შემთხვევში აღნიშნული ლიგის საგზურსაც მიიღებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები