ახალი ამბები
3 დეკემბერს გორის საკრებულოს ახალი შემადგენლობა შეიკრიბება
3 დეკემბერს გორის საკრებულოს ახალი შემადგენლობა შეიკრიბება. სხდომას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი წარუძღვება.

საზოგადოებას ის იმ დეპუტატებს წარუდგენს, რომლებმაც 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვეს.

დღეს საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ ის საკითხები დაამტკიცა, რომელსაც ბოლო სხდომაზე 3 დეკემბერს განიხილავს. დღის წესრიგის მიხედვით, მოუსმენენ შესყიდვების სამსახურის, ტრანსპორტის სააგენტოსა და ეკონომიკური სამსახურის უფროსებს.

5 ოქტომბრის მონაცემებით, საკრებულოს შემადგენლობა 3 პარტიით დაკომპლექტდება:

,,ქართული ოცნება'' - 12 დეპუტატი პროპორციული სიით, ხოლო 11 - მაჟორიტარული სიით. (შემადგენლობის 65%)

,,ნაციონალური მოძრაობა'' - 9 პროპორციული სიით, 1 - მაჟორიტარული. (შემადგენლობის - 26%)

,,გახარია - საქართვლოსთვიუს'' - 3 პროპორციული სიით - (შემადგენლობის 9%)

გორის საარჩევნო ოლქში, პროპორციულ არჩევნებში, ,,ქართულმა ოცნებამ'' მიიღო 27 117 (48.45%). იმაზე მკვეთრად ნაკლები, ვიდრე მერობის კანდიდატმა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო 17 765 ხმა (31.74%); ,,გახარია - საქართველოსთვის'' - 5742 (10.26%)

უფრო კონკრეტულად, ნახეთ ვინ შედის საკრებულოში
Print

სტატიის გამოყენების პირობები