ახალი ამბები
გორში ახალი საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ,,ენმ''-ს წევრებმა აქცია გამართეს
,,თავისუფლება მიშას'' - ამ ლოზუნგით გორის საკრებულოს შენობის წინ აქცია გაიმართა.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, რომლებიც ახალი მოწვევის საკრებულოს წევრები იქნებიან, პატიმრობიდან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.

გორში დღეს საკრებულოს ახალი შემადგენლობა შეიკრიბება. 36-წევრიან საკრებულოში 9 წევრი იქნება ნაციონალური მოძრაობიდან, 3 წევრი - გახარიას გუნდიდან, დანარჩენი ,,ქართული ოცნება''

სხდომას გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი გახსნის. ის საზოგადოებას 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს წარადგენს.

შემდეგ უხუცესი წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე, სხდომას წარუძღვება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები