ახალი ამბები
გორის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით რაზმაძე აირჩიეს
გორის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით რაზმაძე აირჩიეს. ის ამ თანამდებობას უკვე მესამედ იკავებს. ხოლო მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრია.

36-წევრიან საკრებულოში მხარი 24-მა დეპუტატმა ,,ქართული ოცნებიდან'' დაუჭირა მხარი.

რაზმაძე დაიბადა ქ. გორში 1961 წლის 30 ოქტომბერს. გორის N11 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე, ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით. შემდეგ კი ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე, იურისტის სპეციალობით.

სხვადასხვა დროს მუშაობდა სასოფლო მშენებლობის N3 სამშენებლო ტრესტში საფინანსო განყოფილების უფროსად, ს.ს ბანკის ,,კავკასია" გორის ფილიალში ეკონომისტად, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო დაზღვევის კომპანიაში დირექტორის მოადგილედ.

დავით რაზმაძე უკვე მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრია და აქედან მსამედ იქნა არჩეული საკრებულოს თავმჯდომარედ. იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეც.
Print

სტატიის გამოყენების პირობები