ახალი ამბები
ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარედ ნინო ლიპარტელიანი აირჩიეს
ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარედ ნინო ლიპარტელიანი აირჩიეს. გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობამ მიიღო.

,,ქართული ოცნების'' მიერ წარდგენილი კანდიდატი დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ასევე, მუშაობს გორის სასწავლო უნივერსიტეტში.



რაც შეეხება მოადგილეებს, ახალი წესის მიხედვით, საკრებულოს ხელმძღვანელებს 3-3- მოადგილის ყოფილის უფლება აქვთ. ნინო ლიპარტელიანის მოადგილეებად აირჩიეს: ლევან გამრეკელი, ცოტნე ნოზაძე და ნოდარ ლომიძე.

სხდომის დაწყებამდე სხდომა პარტია ,,საქართველოსთვის'' წევრებმა შოთა კურტანიძემ და ირინე გელაშვილმა დატოვეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები