ახალი ამბები
ქარელის საკრებულოს ახალი შემადგენლობა შეიკრიბა
2021 წლის 3 დეკემბერს გაიმართა ქარელის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა, რომელმაც ცნო ახლადარჩეული საკრებულოს უფლებამოსილება.

სხდომაზე ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა - ჯუმბერ შუბითიძე. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ - ილია ქელეხსაშვილი. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად - თეონა ყველაშვილი და გიგა მამესწარაშვილი.

საკრებულოს სხდომაზე ასევე აირჩიეს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ - ცირა ინდუაშვილი; სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - მიხეილ ხათაშვილი; ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - გია კუთხაშვილი; სივრცით ტერიორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ - იური ქობესაშვილი; საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ - კობა ნახუცრიშვილი.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაფუძნდა ორი ფრაქცია: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" (თავმჯდომარე - ყარამან როინაშვილი) და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" (თავმჯდომარე - ილია ბურჯანაძე)
Print

სტატიის გამოყენების პირობები