ახალი ამბები
ყარამან როინაშვილი ქარელის საკრებულოში ,,ქართული ოცნების'' ლიდერი გახდა
ქარელის საკრებულოში მმართველ პარტიამ დღეს ერთადერთი ფრაქცია ,,ქართული ოცნება'' შექმნა, რომლის ხელმძღვანელად ყარამან (კახა) როინაშვილი აირჩიეს.

ამის შესახებ გააწყვეტილება სხდომაზე უმრავლესობამ ერთხმად მიიღო.



ფოტოზე: ყარამან (კახა) როინაშვილი


ახალი საკრებულოს კიდევ ერთი წევრი ილია ქელეხსაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.

ილია ქელეხსაშვილი და ყარამან როინაშვილი ის ადამიანები არიან, რომლებმაც წინასაარჩევნო პერიოდში, 2021 წლის 15 სექტემბერს ,,მთავარი არხის'' ჟურნალისტები პარტიის ოფისიდან გააგდეს.

ინციდენტის დროს ოპერატორი ლევან აბლოთია დაშავდა. ის მეორე სართულიდან კიბეზე გადავარდა.



კახა როინაშვილი და ილია ქელეხსაშვილი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ. ორივე მათგანი მოქმედი საკრებულოს წევრები არიან.

ილია ქელეხსაშვილი 2014-2017 წლებში ქარელის გამგებლის, ზაზა გულიაშვილის თანაშემწედ მუშაობდა. მან, ჯერ კიდევ, 2014 წელს დაგვიდასტურა, რომ საკვალიფიკაციო გამოცდები ვერ ჩააბარა, ამიტომ, თანაშემწის გარდა, სხვა სამსახურში მისი დანიშვნა ვერ მოხერხდა.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ის საკრებულოს წევრი გახდა და ამჟამად ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' თავმჯდომარეა.

ქელეხსაშვილი ქარელის დღეს მოქმედი მერისთვის და, ამავე დროს, მერობის კანდიდატისთვის ყველაზე ერთგულ კადრად ითლება.

ილია ქელეხსაშვილის ბიოგრაფიიდან ცნობილია კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც 2014 წელს მოხდა. იგი ქარელის გამგებლის პირველ მოადგლეს, ემიკო ფეიქრიშვილს დაუპირისპირდა. საკუთარ მანქანაში, როგორც ემიკო ფეიქრიშვილი მაშინ აცხადებდა, ილია ქელეხსაშვილმა მას სახეში გაარტყა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები