ახალი ამბები
გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალთა სამშვიდობო ორგანიზაციის წევრი გარდაიცვალა
ცნობილი ხდება, რომ გუშინ საღამოს სტალინის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიმოზა მამაცაშვილი გარდაიცვალა.

მიმოზა მამაცაშვილი წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ქალთა ორგანიზაციებში, წარმოადგენდა სამშვიდობო ორგანიზაციას - ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" 2008 წელს დაფუძნდა. მისი დამაარსებლები იყვნენ მანანა მებუკე და ცხინვალელი ლირა კოზაევი-ცხოვრებოვა. ქართველი და ოსი ქალები ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნებში ხვდებოდნენ. პირველი ასეთი შეხვედრა 2008 წლის ომიდან სულ მალე ბაქოში მოაწყეს და გეგმებიც დასახეს. ცოტა ხანში, ორგანიზაციამ ცხინვალში არსებობა შეწყვიტა, პოლიტიკური ვითარების გამო. საქართველოში კი, სახელწოდება შეიცვალა. 

სწირედ ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი იყო მიმოზა მამაცაშვილი.

რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, დაახლოებით 22 საათზე, მსუბუქი ავტომანქანა ორ ქვეითს ე.წ. ზებრაზე დაეჯახა.

პოლიციამ განაცხადა, რომ ის პიროვნება დადგენილია, ვინც ავტომანქანას მართავდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები