ახალი ამბები
როგორ აღმოჩნდა მალხაზ ჯანელიძე ჯავის რაიონში? - ის დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ცემეს
3 დეკემბერს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენელბმა თბილისელი მამაკაცი, მალხაზ ჯანელიძე გაათავისუფლეს. ის ერგნეთის საგუშაგოზე საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებს გადასცეს.

მალხაზ ჯანელიძე 1 დეკემბერს ჯავის რაიონის სოფელ ვანელის მიმდებარედ, დააკავეს.

,,რუსეთში მივდიოდი სამუშაოდ და სამკურნალოდ. გადავძვერი ღობეზე. ცხინვალში ტყის გავლით ფეხით ჩავედი. კაცამდე მანქანით მივედი. მერე ხუთი საათი ფეხით ვიარე და გზის პირას დამაკავეს. ჯერ ჯავის ციხეში ვიყავი, მერე მესაზღვრეებმა გადამიყვანეს, ცოტა მცემეს. პოლიციამ და მესაზღვრეებმა დამარტყეს. ჯერ ჯავაში რომ დამაკავეს, უაზში მცემეს, შემდეგ ცხინვალში. მეუბნებოდნენ რატომ გადმოხვედიო. კეფაში გირტყამენ, რომ არ შეგეტყოს. სასამართლო არ ყოფილა, არც ჯარიმა გადამიხდია, - ამბობს მალხაზ ჯანელიძე.

საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად აქტიურად გამოიყენებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოქმედი "ცხელი ხაზი", ასევე, პროცესში ჩართულნი იყვნენ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ უკანონო დაკავებებსა და ყველა სხვა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები