ახალი ამბები
გორის ტერიტორიაზე კიდევ 5 ლოკაციაზე მოეწყობა ,,ხელოვნური უსწორმასწორობები''
გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანებისგან მომდინარე საფრთხის თავიდან ასაცილებლად გორის მერია კიდევ 5 ლოკაციაზე ,,ხელოვნური უსწორმასწორებების'' მონტაჟს გეგმავს.

ამის შესახებ მოსახლეობის კოლექტიური განცხადებები შესაბამისი დასახლებების წარმომადგენლებმა უკვე წარადგინეს.

უახლოეს დღეებში ე.წ. ბუგაროვკები დამონტაჟდება ქ. გორში, სამეფოს ქუჩაზე მდებარე №20 და №22 ბინების მიმდებარედ; ასევე ქ. გორში, შარტავას ქუჩაზე მდებარე №37 და №40 ბინებს შორის.

რაც შეეხება სოფლებს, ამ ეტაპზე, ,,ხელოვნური უსწორმასწორობები'' სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმიდან სოფელ არაშენდამდე მოწყობილ გზაზე მოეწყობა, თანაც 3 ლოკაციაზე.

მიმდინარე წელს, გაზაფხულზე, ასეთი უსწორმასწორობები დაამონტაჟეს: რუსთავის ქუჩა №8-ის მიმდებარედ; ქალაქ გორში, ძმები რომელაშვილების ქუჩა №81-№82-ის წინ და კოსტავას ქუჩა №69-№80-ის წინ; ქ. გორში, თუთარაშვილის ქუჩაზე (სტალინის სახლ-მუზეუმის უკან); ქ. გორში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე და სოფელ ქვახვრელში 3 ლოკაციაზე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები