ახალი ამბები
გორელ მოქალაქეს, რომელსაც გერმანიაში მშობლის უფლება ჩამოართვეს, პოლიციამ ვერ მიაგნო
11-თვიანი ძებნის შემდეგ ძალაში შევიდა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, გორელ მოქალაქეს გერმანიაში მცხოვრები არასრულწლოვანი შვილის მამობის უფლება ჩამოერთვა.

როგორც ირკვევა, გორის პოლიციამ ვერსად მიაგნო ამ მამაკაცს. მათ დაავალეს, რომ მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ, გადაწყვეტილება სახლში მიეტანათ.

თუმცა, 2021 წლის 7 ოქტომბრის პატაკის მიხედვით, ეს მამაკაცი კვლავ ვერ იპოვეს. მანამდე, მამას გადაწყვეტილების ჩასაბარებლად საქართველოს ფოსტა ეძებდა.

2021 წლის 7 ნოემბერს გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლომ საჯაროდ გამოაქვეყნა. მამას 10 დღის ვადაში შესაგებელი უნდა წარედგინა, თუკი რა თქმა უნდა, ის გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმებოდა.

საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან 10 დღე გავიდა. მამა არც ამჯერად გამოჩნდა.

გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ბავშვის დედას, მშობლის ვალდებულებების მხოლოდ საკუთარ თავზე აღება სურს.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია 2020 წლის 3 დეკემბრიდან.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები