ახალი ამბები
ერთაწმინდის ტაძრის ჩუქურთმებს შორის ღუმელის მილი აღარ არის ჩამონტაჟებული
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდაში მდებარე ეკლესიის ჩუქურთმებს შორის ღუმელის მილი აღარ აქვს დამონტაჟებული.

ფოტოები დღეს საღამოსაა გადაღებული. ტაძრის ოთხივე მხარეს ისტორიული ძეგლის დამახინჯების ფაქტი აღარ ფიქსირდება.

გუშინ დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ერთაწმინდის ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს არსებულ ჩუქურთმებს შორის, ღუმელის მილია დაყენებული.



ამ ფოტომ სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი გამოხაურება პოვა. მორწმუნეთა ნაწილი აცხადებდა, რომ ზამთრის პირობებში საკმაოდ რთულ ვითარებაში უწევთ სასულიერო დასის წარმომადგენლებს წირვა-ლოცვის ჩატარება.

ნაწილს კი დაუშვებლად მიაჩნია ისტორიულ ძეგლის დამახინჯება.


ფოტო: გადაღებულია ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან


ფოტო: გადაღებულია ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან



ფოტო: გადაღებულია სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან
Print

სტატიის გამოყენების პირობები