ახალი ამბები
ხაშურში საახალწლო მორთულობების შესაძენად 70 000 ლარი დაიხარჯება
ხაშურში საახალწლო მორთულობების შესაძენად 70 000 ლარი დაიხარჯება. ამის თაობაზე ხაშურის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ის აქსესუარები უნდა შეიძინოს, რომელიც ფოტოზეა გამოსახული. 

,,ქალაქგაფორმებითი სამუშაოები'' ახალწლამდე 10 დღით ადრე უნდა დასრულდეს - ასეთია ხაშურის მერიის გეგმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები