ახალი ამბები
გორის ჰოსპიტლის ტრავმატოლოგიური განყოფილების პალატები წყლით დაიტბორა
გორის ჰოსპიტლის ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში წყლის მილი გასკდა. ამის გამო, დაზიანდა პირველი სართულის პალატები.

სამხედრო ჰოსპიტლის ზოგადი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიური განყოფილების ინჟინრის, შოთა ბაბიაშვილის ცნობით, წყლის მილია დაზიანდა პირველ სართულის პალატებში:

,,მოხდა წყლის ჭარბი ოდენობის გაჟონვა, რამაც გამოიწვია კედლების და იატაკის დაზიანება'' - აღნიშნავს მოხსენებით ბარათში შოთა ბაბიაშვილი.

შემთხვევა, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, 6 დეკემბერს მოხდა.

ჰოსპიტლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის რევაზ ხარჩილავას ცნობით, ზიანის ოდენობამ 50 000 ლარს მიაღწია:

,,შეფერხდა პაციენტების მომსახურება, დაზიანდა პალატები, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო შეკეთებას. გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურს რეაგირებისთვის'' - სწერს ტრავმატოლოგიური განყოფილების უფროსი გიორგი ჯავახიშვილი ჰოსპიტლის დირექტორს.

როგორც დოკუმენტებით ირკვევა, წყალი მეორე სართულიდან ჩავიდა, რამაც დააზიანა კონდინციორებიც კი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები