ახალი ამბები
დაადგინეს, რომ შიდა ქართლში იტალიური და მაროკოული კალების წლევანდელი გამოჩენა გლობალურ დათბობას უკავშირდება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო დამატებით 8 სპეცმანქანას შეიძინეს, რომლითაც 2022 წელს იტალიურ და მაროკოულ კალიებს უფრო აქტიურად შეებრძოლებიან.

ამის მიზეზი სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის განყოფილების უფროსი ნიკოლოზ მესხის ანგარიში გახდა, რომლითაც დგინდება, რომ გლობალური დათბობის პირებში კალიების შემოსევა მომდევნო წლებშიც მოსალოდნელია.

ნიკოლოზ მესხი აღნიშნავს (სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედით), რომ კახეთისა და ქვემო ქართლის გარდა, წელს კალიებმა ნათესები სხვა რეგიონებში - მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში გაანადგურა.

,,კალიები წარმოადგენს ქვეყნის სოფლის მეურნეობისათვის სერიოზულ საფრთხეს, ვინაიდან, აღმოსავლეთ საქართველოში არსებობს იტალიური და მაროკოული კალიების გამრავლების (სახეობები რომელთაც გავრცელების ჯოგური ფორმები აქვთ) ისტორიული კერები. აზერბაიჯანის ტერიტორია წარმოადგენს ამ ორი სახეობის გავრცელების მუდმივ კერას, საიდანაც ხშირად ხდება ზრდასრული ფრთიანი კალიების შემოსევა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ბოლო წლებში გლობალური დათბობის შედეგად შეინიშნება კალიისებრი მავნებლების პოპულაციის მკვეთრი მატება.'' - აღნიშნავს მესხი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები