ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფი ჩავიდა
მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, გორის ჰოსპიტალში სახალხო დამცველი და მის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი ეწვია.

დილით კი ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად ,,ემპათიას'' ნევროპათოლოგი და პირადი ექიმი ჩავიდნენ.

"ემპათიას" ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს დაძინება უჭირს, ხოლო ყოფილი პრეზიდენტი ისეთ მედიკამენტებს იღებდა, რაც ნამდვილად არ უნდა მიეღო და ამან მისი მდგომარეობა დაამძიმა.

"ვფიქრობთ, რომ ამ მედიკამენტმა მისი ზოგადი ფსიქოლოგიური და ასევე, ნევროლოგიური სტატუსი დაამძიმა. გაუარესება კი არა, ძილის შეუძლებლობაა. გახსოვთ, რომ საუბარი იყო ციხეში არსებულ სიტუაციაზე, მერე "შუმოკებზე", რომელიც პაციენტის ძილის დარღვევის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, რომელსაც ისედაც მძიმე ფსიქოლოგიური და დაძაბული მდგომარეობა აქვს, რომ არაფერი ვთქვათ, მეტაბოლური დაავადებაა", - განაცხადა თოიძემ.

რაც შეეხება სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფის წევრების მოსაზრებას, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომ თავის დასკვნას სააკაშვილის მონახულების შემდეგ გააკეთებს:

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფსიქოტროპული ნივთიერებების დოზები არის მომატებული. ამ ყველაფრის შესასწავლად მოვედით, რომ ვნახოთ რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს" , - განაცხადა გრიგოლიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები