ახალი ამბები
ქაცარავას ინფორმაციით, ნიქოზის სიახლოვეს დაკავებული მოქალაქე ცემეს ცხინავლში
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა აქციებს აანონსებს.

მისი განცხადებით, თუ დღეს საქართველოს ხელისუფლება მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლების მოთხოვნით, სამოქმედო გეგმას არ წარადგენს, საპროტესტო გამოსვლები დაიწყება.

მამუკა ჩხიკვაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოთხი დღის წინ დააკავეს. ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლებას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

დავით ქაცარავას ინფორმაციით, დაკავებული მოქალაქე სავარაუდოდ  ნაწამებია, რადგან მამუკა ჩხიკვაძე ყოფილი ძალოვანია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები