ახალი ამბები
ახალი წლის ღამეს გორის ცენტრში გაიმართება გალა კონცერტი ,,ახალი წელი 2022''
31 დეკემბერს, საღამოს, გორის ცენტრში გაიმართება გალა კონცერტი ,,ახალი წელი 2022''. ჯამში 12 160 ლარი დაიხარჯება.

ამის შესახებ თანხა გორის მერს კულტურისა და ტურიზმის ხელშწყობის სააგენტომ მოსთხოვა. სააგენტოს ცნობით, შერჩეულია ის მომღერლები და გუნდი, რომლებიც გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ.

ესენია: ხატია ხუციძე; ემზარ იორამაშვილი; იოსებ დარბაიძე; ვანო მურადელი; მაია ბიძინაშვილი; მაკა სირბილაძე.

რაც შეეხება გუნდებს, გორის ცენტრში საახალწლო ღონისძიებაზე წარდგებიან: ჯგუფი ,,კანუდოსი" (რამაზ ნადირაძე; მიხეილ ჯინისიანი; თორნიკე ლომსაძე; ანი შიოშვილი; გიორგი დალაქიშვილი) და ,,სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი" ( ხელმძღვანელი ნინო წიკლაური.)

,,კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მიაჩნია, რომ ამ მოკლე დროში არარეალურია ბაზარზე გაჩნდეს რეალური ალტერნატივა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია 31 დეკემბრის მომსახურების ფასი არც ჯგუფს, გუნდს და არც სოლო მომღერლებს არ გაუზრდიათ იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი შეთავაზებები აქვთ და საახალწლო მომსახურების ფასი ბაზარზე გაორმაგებულია'' - განუმარტეს გორის მერს კულტურის სააგენტოში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები