ახალი ამბები
ახალი წლის დღეებში კასპის მერია თვითიზოლაციაში მყოფ პირებს საკვებს დაურიგებს
ახალი წლის დღეებში კასპის მერია კოვიდისგან დაზარალებულ პირებს საკვებს დაურიგებს.

ამის შესახებ მერმა ვახტანგ მაისურაძემ ბიუჯეტიდან 4900 ლარი გამოყო. პროგრამა გათვალისწინებულია 100 ოჯახზე.

პროგრამის მიხედვით, თითო ოჯახს შეხვდება 2 კგ წიწიბურა, 2 კგ ბრინჯი, 3 კგ შაქარი, 3 კგ ფქვილი, 2 კგ მაკარონი, 2 კგ ვერმიშელი და 1 ლიტრი ზეთი.

როგორც მერიაში განმარტავენ, 24 დეკემბრამდე შეარჩევენ იმ კომპანიას, რომლისგანაც საკვებს შეიძენენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები