ახალი ამბები
შიდა ქართლის ხელისუფლების წარმომადგენლებს ინდოეთის ელჩი შეხვდა
შიდა ქართლის რეგიონში ინდოეთის რესპულიკის ინვესტიციების საკითხი განიხილეს დღეს გორში. გუბერნატორმა ვალერიან მჭედლიძემ და გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციაში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კიშან დან დევალს უმასპინძლეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, მხარის რწმუნებულმა ინდოეთის ელჩს შიდა ქართლის რეგიონში საინვესტიციო, ტურისტული და სოფლის მეურნეობის პოტენციალის შესახებაც გააცნო ინფორმაცია. თუმცა, არ აკონკრეტებს იმ დეტალებს, თუ როგორ ხორციელდება ის პროექტები, რომლებშიც ინდოელი ბიზნესმენები წლებია რეგიონში ინვესტიციებს დებენ.

2013-2020 წლებში გორის სოფლებში არაერთი აქცია გაიმართა ინდოელი ბიზნესმენების წინააღდეგ.

შეხვედრის ბოლოს მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და იმედი გამოთქვეს, რომ საქმიანობის პერიოდში თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები