ახალი ამბები
აღმოსავლეთ საქართველოში 10 სახერხ საამქროში დარღვევები გამოავლინეს
აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე 10 სახერხ საამქროში ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 10 ფაქტი გამოავლინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით, ღონისძიება აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

,,რეგისტრირებულ სახერხი საამქროების ტერიტორიაზე გამოვლინდა როგორც დაუფირნიშებელი მორები, ისე დახერხილი ხე-მასალა, რომელიც არ იყო ასახული ელექტრონულ ჟურნალში. ამასთან, სახერხ საამქროებში გამოვლინდა ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის სხვა ფაქტები, როგორიც არის შესაბამისი ბუნკერის ან ღობის არქონა. შედგა შესაბამისი ოქმები'' - აღნიშნულია განცხადებაში.

დეპარტამენტი არ აკონკრეტებს, თუ სად მდებარეობს ეს საამქროები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები