ახალი ამბები
2 რუსი სამხედრო დაიღუპა როკის გვირაბთან ზვავის ჩამოწოლის შედეგად
როკის გვირაბის სიახლოვეს ზვავი ჩამოწვა. ოფიციალურად ცნობილი ხდება, რომ დაიღუპა 2 სამხედრო პირი.

თავდაპირველად 5 სამხედროს ეძებდნენ. 2 ჯარისკაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ზვავი სამხედრო ყაზარმის სიახლოვეს ჩამოწვა.

სამძებრო სამუშაოებში ცხინვალიდან 20-მდე მაშველი იყო ჩართული. მაშველები გამოგზავნეს ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სამსახურიდანაც.

უხვი თოვლის გამო, ტრანსკავკასიური მაგისტრალი 19 დეკემბრიდანაა დაკეტილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები