ახალი ამბები
გიორგი სოსიაშვილი ლიტერატურული კონკურსის ,,საბას" გამარჯვებულია
გორის უნივერსიტეტის რექტორის გიორგი სოსიაშილის პროზაული კრებული ,,ოთხი მოთხრობა" ლიტერატურული კრებულის ,,საბას" გამარჯვებული გახდა.

ნომინაციაში ,,წლის საუკეთესო პროზაული კრებული"" დასახელდა მისი ,,ოთხი მოთხრობა"".



რაც შეეხება სხვა ნომინაციებს:

გამარჯვებულები გახდნენ:

წლის საუკეთესო რომანი: თამთა მელაშვილი, „შაშვი შაშვი მაყვალი“(სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული: ნუგზარ ზაზანაშვილი, „წავა წავა წავა წავა“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო პიესა: პაატა ციკოლია, „მედეა s01e06“ 

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი: ნანა აბულაძე რომანი: „აკუმი“ (ინტელექტი); ირინა ტაბაღუა პოეტური კრებული: „ტელეფას ცხვარი“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა: ნანა ტრაპაიძე „ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“ (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა); ნინო დიანოსაშვილი, „შეშლილი სიშმაგე თუ შმაგი შეშლილობა?! (ლოგოსი)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა: მარიამ ხუცურაული, „მარილი გემოვნებით“ (პალიტრა L)

უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი: ანი კოპალიანი, ტომას სტერნზ ელიოტის „მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ” (ინტელექტი); გიორგი ლობჟანიძე, ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი“ (სულაკაურის გამომცემლობა)

პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიიღო პოეტმა და მთარგმნელმა გივი შახნაზარმა

წელს ლიტერატურულ კონკურსს დაემატა მე-10 ნომინაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დააწესა. ჯილდო ნომინაციაში „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“ მიიღეს ბიძინა მაყაშვილმა რომანისთვის „ბლუზი მტკვრის პირას“ (სულაკაურის გამომცემლობა) და ივა ფეზუაშვილმა რომანისთვის „ბუნკერი“ (ინტელექტი).

პრემია „საბას“ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: პროზაიკოსი ბესო სოლომონაშვილი, პოეტი და პროზაიკოსი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, დრამატურგი დავით გაბუნია, მთარგმნელი თამარ ჯაფარიძე, პროზაიკოსი ნესტან-ნენე-კვინიკაძე.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ დაარსდა 2002 წელს. მისი დამფუძნებლები არიან თიბისი და რატი ამაღლობელი. პრემიის მიზანია წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები