ახალი ამბები
ხაშურში გახარიას გუნდი პარტიული სიის მესამე ნომერმა ანა ხარებავამ დატოვა
ხაშურში გახარიას გუნდი პარტიული სიის მესამე ნომერმა ანა ხარებავამ დატოვა. ამის შესახებ განცხადება ხარებავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მისი განცხადებით, გარდა იმისა, რომ შეინიშნება გახარიას გუნდისა და ნაციონალური მოძრაობის ალიანსი, ადგილობრივ ორგანიზაციაში ხელფასები არ გაცემულა.

,,მოგეხსენებათ, რომ ვიყავი პარტია ,,საქართველოსთვის" აქტიური წევრი. წარმოვადგენდი პარტიული სიის მესამე ნომერს. იმედი მქონდა, ზემოთ აღნიშნული პარტია შეცვლიდა ბევრ რამეს მოსახლეობის საკეთილდღეოდ. თუმცაღა პარტია ,,საქართველოსთვის" მხრიდან შეინიშნება პოლიტიკური ალიანსი რადიკალურ ოპოზიციასთან (ნაცებთან), ასევე, ელემენტარული აქტივზე ხელფასებიც არ გაცემულა და სხვა ბევრი ნიუანსები. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია ,,საქართველოსთვის" და საერთოდ ვემიჯნები პოლიტიკას.'' - განაცხადა ანა ხარებავამ.

როგორც ზემოთ, აღვნიშნეთ, ანა ხარებავა ხაშურის ორგანაციაში პარტიული სიის მესამე ნომერი იყო. ის 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედევით, საკრებულოში ვერ მოხვდა. წინა მოწვევის საკრებულოში კი სამანდატო საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე იყო. სხვა რამდენიმე წევრთან ერთად წინასაარჩევნო პერდიოში ,,ქართული ოცნება'' დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა.

დღეს პარტიის რაიონულ ორგანიზაციის შიგნით არსებულ ფინანსურ პრობლემებზე ჯერჯერობით ხაშურის ოფისში კომენტარი არ გაუკეთებიათ. გახარიას გუნდს ხაშურში ზვიად ტეფნაძე ხელმძღვანელობს.

ხაშურში მერის არჩევნების მეორე ტურის წინ ზვიად ტეფნაძეს, პირიქით, ,,ქართულ ოცნების'' ალიანსში ადანაშაულებდნენ. ამის შესახებ ვრცელი რეპორტაჟი ადგილობრივმა ტელევიზიამ ,,ტვ მონიტორინგმა'' მოამზადა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანია ,,დიას'' დირექტორმა დააფუძნა. ეს ტელევიზია სწორედ გახარიას გუნდის საწინააღმდეგო სიუჟეტებით გამოირჩევა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები