ახალი ამბები
ევროპის საუკეთესო მოჭიდავემ თემურ ვანიშვილმა წელს საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა
თავისუფალი სტილით მოჭიდავე თემურ ვანიშვილი საქართველოს ჩემპიონი გახდა. მან 61 კგ კატეგორიაში გაიმარჯვა.

მეორე ადგილი დაიკავა ოთარ გოგავამ (ხონი), ხოლო მესამე ადგილები გაინაწილეს დავით აბდალაძემ (ქუთაისი) და გიორგი ღონიაშვილმა.(თბილისი)

საქართველოს ჩემპიონატი დღეს დასრულდა.

გორელი თეიმურაზ ვანიშვილი 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონიცაა, რომელმაც ეს ტიტული წელს, მაისში მოიპოვა.

მან ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირზე ჯერ კიდევ 2016 წელს ბულგარეთში პირველი ადგილი მოიპოვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები