ახალი ამბები
გორის სასკოლო "რა? სად? როდის? 2021"-ის გამამრჯვებული N1 სკოლის გუნდი
დასრულდა სასკოლო "რა? სად? როდის? 2021", სადაც გამარჯვებული გახდა გორის პირველი საჯარო სკოლის გუნდი "Sherlok Homies"

ინტელექტუალური თამაშის ორგანიზატორი იყო შიდა ქართლის ახალგაზრდული ცენტრი - ინოვატორი.

ამავე შეჯიბრში საუკეთესო მოთამაშედ  ნატა ტოლიაშვილი დასახელდა.

ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობას სულ იღებდა 15 გუნდი, სადაც 8 რაიონის, ხოლო 7 ქალაქის სკოლა იყო.

,,გვინდა ეს პროექტი ტრადიციათ ვაქციოთ, რადგან კოვიდ პანდემიის ეპოქაში განებივრებულები არ არიან მოსწავლეები ასეთი სახის ღონისძიებებით და აქტივობებით. წარმატებები ყველა სკოლას და ვიმედოვნებთ, რომ შევხვდებით არა ერთხელ'' - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები