ახალი ამბები
5 იანვრიდან გორის თეატრი წარადგენს ჩარლზ დიკენსის საბავშვო კლასიკას “საშობაო სიმღერას”
ერისთავის თეატრი წარმოგიდგენთ ჩარლზ დიკენსის "საშობაო სიმღერას".

ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით, სპექტაკლების ნახვა შესაძლებელია 5,6, 8,9, 10,11, 12 იანვარს; დასწყისი 14:00

რეჟისორები: ნიკა ლუარსაბიშვილი, დავით ჩხარტიშვილი

ქორეოგრაფი ნინო კიტია; მხატვარი მარი კიტია

ჩარლზ დიკენსის "საშობაო სიმღერა" დიდი ინგლისელი კლასიკოსის ყველაზე სახელმოხვეჭილი და მსოფლიოში საშობაო თემაზე შექმნილი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია. იგი გამოსვლისთანავე სენსაციად იქცა და საშობაო დღესასწაულის ტრადიციის ჩამოყალიბებაზე უზარმაზარი გავლენა იქონია.

ესაა იგავი მონანიებასა და პატიებაზე, იმაზე, თუ როგორ შეცვალა საკუთარი ცხოვრება და ადამიანებისადმი დამოკიდებულება ძუნწმა და კაცთმოძულე ებენეზერ სკრუჯმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები