ახალი ამბები
გორში ,,მაქს შაურმას'' თანამშრომლები გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარნენ [R]
დღეს, 31 დეკემბერს, კომპანია ,,MAX-შაურმას" თანამშრომლები გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარნენ.

კომპანია ტრადიციულად განაგრძობს ახალი წლის წინა დღეს გაჭირვებული ოჯახების დახმარებას. დღეს კომპანიის წარმომადგენლები სოფელ მერეთში ორ გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ, ხოლო კარბში ერთ ოჯახს.

,,მაქს შაურმა'' მომავალშიც აპირებს მსგავსი კამპანიის ჩატარებას და სხვა ოჯახების დახმარებასაც.

კომპანია "მაქს შაურმა" უკვე 6 წელია გორის რაიონის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარება.



















Print

სტატიის გამოყენების პირობები