ახალი ამბები
ლადო ხინჩეგაშვილი შეერთებულ შტატებში წავიდა - მერიაში კომენტარს არ აკეთებენ
გორის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ხინჩეგაშვილი საშვებულებო პერიოდს შეერთებულ შტატებში გაატარებს.

ამის შესახებ სუს-ის რეგიონულმა წარმომადგენელმა ერთ-ერთი სოფლის გამგებელს განუცხადა.

როგორც ვწერდით, გორის მერი 11 იანვრიდან სამსახურში არ გამოჩენილა. მის მაგივრად დოკუმენტებს ხელს პირველი მოადგილე ნიკოლოზ ღვინიაშვილი აწერს.

გორის მერის მოულოდნელ გაუჩინარების შესახებ მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.


დებულების მიხედვით, მერის არ ყოფნის შემთხვევაში, მოვალეობას პირველი მოადგილე ასრულებს. თუმცა, ლადო ხინჩეგაშვილი შეეშლო მის მოვალეობის შემსრულებლად სხვა მოადგილე დაეტოვებინა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები