ახალი ამბები
ხაშურში, ქარელსა და გორში მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
ხაშურში, ქარელსა და გორში მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მაღალი ძაბვის სადენის დაზიანების გამო დენი არ მიეწოდება რუისს.

ხაშურში კი დენის გარეშეა დარჩენილი ბორჯომის, თაყაიშვილისა და არაყიშვილის ქუჩები. ასევე, სოფელი ცხრამუხა და მის მიმდებარედ სოფლები.

რაც შეეხება გორს, როგორც ენერგოპროჯორჯიაში გვითხრეს, აქ რამდენიმე ფიდერია (გამანაწილებელი) გამორთული ავარიული დაზიანების გამო და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები