ახალი ამბები
ავტობანზე ავარიისას დაშავებული ერთი არასრულწლოვანი ,,გორმედიდან'' თბილისში გადაყავთ
ავტობანზე დაშავებული ერთი არასრულწლოვანი ,,გორმედიდან'' თბილისში გადაყავთ. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ხათუნა შრუბიმ გორის მაცნეს განუცხადა.

მისი თქმით, დანარჩენი დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ავარია დაახლოებით 20 საათზე გორთან ახლოს მოხდა. დაშავდა 6 მგზავრი, მათ შორის 4 არასრულწლოვანია.

თოვლისა და მკვეთრად დაბალი ტემპერატურის გამო, მთავარ მაგისტრალზე თოვლის საფარი შენარჩუნებულია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები