ახალი ამბები
დიდთოვლობის გამო გორის მუნიციპალიტეტის მთიან სოფლებში ტრანსპორტი არ მოძრაობს
დიდთოვლობის გამო გორის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტილია, რომლებიც მთიან ზონაშია მოხვედრილი.

თოვლისა და ყინულის გამო ტრანსპორტი არ მოძრაობს ბოშურის მიმართულებით.

გორის კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირველ ეტაპზე ტექნიკური მარილი დაიყარა ხიდებზე, გზაჯვარედინებზე, შუქნიშნებთან, ასევე ქალაქის მთავარ ქუჩებზე.

თოვლის საფარისგანი იწმინდება ვერხვების დევნილთა დასახლებაში და კვერნაკის სასაფლაოსთან მისასვლელ გზები. გარდა საავტომობილო გზებისა, მოქალაქეთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ტროტუარებზეც.

არამდგრადი ამინდები 17 იანვრამდე შენარჩუნდება. ხოლო, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 იანვრის ჩათვლით ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები