ახალი ამბები
გორის სოფლების გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა კერძო კომპანიების პრეროგატივაა
გორის კეთილმოწყობის სააგეტნტოს დირექტორის გიორგი ბარჯაძის ცნობით, მათ მოვალეობაში მხოლოდ ქალაქის გზების მოწესრიგება შედის. რაც შეეხება სოფლებს, აქ მუშაობა კერძო კომპანიების პრეროგატივაა.

ბარჯაძის განმარტებით, ამ ეტაპზე ქალაქისთვის 8 ტონა მარილია მზად, ხოლო 10 ტონამდე მასალა დამატებით მზადდება (ქვიშა-ხრეშთან შეზავების კუთხით).

,,მე ყველანაირად მზად ვარ, რომ ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს. მე როცა დავინიშნე, ტექნიკური მარილი უკვე შეძენილი დაგვხდა. ამიტომ, გასული წლის ბიუჯეტიდან მისი შეძენა აღარ დაგვჭირდა'' - აცხადებს სააგენტოს დირექტორი.

რაც შეეხება სოფლების გზებს, აქ ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო'' მუშაობს.

,,როგორც ვიცი, მათ გადანაწილებული აქვთ უბნები - ნიქოზის მიმართულებით, მეჯვრისხევის მიმართულებით, უფლისციხის მიმართულებით, ხოლო ატენის მიმართულებით საგზაო დეპარტამენტი მუშაობს'' - ამბობს სააგენტოს დირექტორი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები