ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 9 ფიდერია დაზიანებული
გორის მუნიციპალიტეტში 7 ათასამდე აბონენტს დენი არ მიეწოდება. ამის შესახებ ენერგოპროჯორჯიადან გვაცნობეს.

მათი თქმით, ეს აბონენტები ძირითადად სოფლებში ცხოვრობენ.

გორის სოფლებში დაზიანებულია 9 ფიდერი, რომელთა აღსადგენად მიმდინარეობს სამუშაოებს.

,,დენის მიწოდება ყველა მათგანს ეტაპობრივად აღუდება'' - გვითხრეს კომპანიაში.

რაც შეეხება რუისს, აქ დენის შეფერხება მაღალი ძაბვის დაზიანებამ გამოიწვია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები