ახალი ამბები
,,გორის სოფლებში ძალიან ბევრგან არის ავარიულად გათიშული დენი'' - ენერგო-პრო
ენერგო-პრო ჯორჯიას ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში ელექტროენერგია კვლავ გათიშულია.

ბერბუკი-სვენეთის მიმართულებით, მათი ცნობით, დაზიანების ადგილს კვლავ ეძებენ.

დენი არ მიეწოდება სოფელ რეხას.

,,ძალიან ბევრი მიმართულებით არის ავარიულად გამორთული დენი. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ზუსტ დროს ვერ გეტყვით'' - გვითხრეს ენერგო კომპანიაში.

შეგახსენებთ, უამინდობის გამო, 15 იანვრიდან გორის სოფლებში მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები