ახალი ამბები
ავტობანზე მოძრაობა თავისუფალია / საგზაო დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 17 იანვრის დილის მდგომარეობით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ავტობანზე გადაადგილება შესაძლებელია.

აღმისავლეთ საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალზე შეზღუდვები მხოლოდ გომი-საჩხერე-ჭიათურის მიმართულებით მოქმედებს. აქ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი მანქანების მოძრაობა კვლავ აკრძალულია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები