ახალი ამბები
ვარიანის სკოლაში სწავლა ერთი დღის დაგვიანებით განახლდება
ზამთრის არდადეგები დასრულდა და საჯარო სკოლებში დღეიდან სწავლა განახლდა.

გორის რესურსცენტრის დირექტორის, ნანა ტერმაკოზაშვილის განცხადებით, სწავლა ერთი დღის დაგვიანებით განახლდება ვარიანის სკოლაში.

როგორც ირკვევა, შეფერხება გათბობის სისტემის გაუმართაობამ გამოიწვია.

განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, იმ შემთხვევაში, თუ სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდება, სკოლას სწავლების ფორმის არჩევის შესაძლებლობა ექნება. 

ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით აცრილია პედაგოგთა 73%.

ფოტო: fb ვარიანი
Print

სტატიის გამოყენების პირობები