ახალი ამბები
დიდთოვლობის გამო ბოშურის სკოლაში ზამთრის არდადეგები გრძელდება
დიდთოვლობის გამო ზამთრის არდადეგები გრძელდება ბოშურის სკოლაში. 

გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელში სასწავლო პროცესი დღეს აქ არ განახლდა. 

ბოშურის სკოლაში მოსწავლეები რამდენიმე სოფლიდან დადიან, თუმცა თოვლიანი და ყინულიანი გზების გამო მოსწავლეთა ტრანსპორტირება ვერ ხერხდება.

ფოტო: ბოშურის სჯოლა, fb: ბოშური
Print

სტატიის გამოყენების პირობები