ახალი ამბები
ცხინვალში რამდენიმე მოსწავლე თანატოლებმა სასტიკად ცემეს - ვიდეო კი სოციალურ ქსელში გაავრცელეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პროკურატურა იძიებს საქმეს, რომელიც გუშინ 18 იანვარს ცხინვალის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპიებას ეხება.

მეექსვე კლასელმა მოსწავლეებმა თანატოლები ცემეს, ხოლო ცემის კადრები სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

ამ ფაქტს, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დიდი გამოხმაურება მოყვა. ცხინვალის პროკურატურამ ყველა ის პირი გამოავლინა, ვინც ინციდენტში მონაწილეობდა.

სააგენტო ,,რესის'' ცნობით, 6 მოსწავლის მშობელი პროკურატურაში დაიბარეს, ხოლო დაპირისპირებაში მონაწილე არასრულწლოვნებთან, ამავე წყაროს ცნობით, მიმდინარეობს პროფილაქტიკური სამუშაოები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები