ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმართება
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმართება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სხდომაზე ოფიციალურად გამოაცხადეს. 

ანატოლი ბიბილოვს ე.წ. პრეზიდენტობის ვადა აპრილში უწყდება.

2016 წელს მიღებული დადგენილების მიხედვით, არჩევნები, მოქმედი პრეზიდენტის ვადის ამოწურვის თვის მეორე კვირა დღეს იმართება.

ანატოლი ბიბილოვს დე-ფაქტო რესპუბლიკის მეოთხე პრეზიდენტია. ის 2017 წლის 21 აპრილს აირჩიეს.

მანამდე დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე იყო - 2014 წლიდან. წარმოადგენს პარტია ,,გაერთიანებულ ოსეთს"-ს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები