ახალი ამბები
შიდა ქართლში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებთან საინფორმაციო შეხვედრა (ვებინარი) გაიმართება
26 იანვარს 19:00–ზე განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) შიდა ქართლში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებთან საინფორმაციო შეხვედრას (ვებინარს) გამართავს. შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ისწავლე დასაქმებისთვის" ფარგლებში ჩატარდება.

დაინტერესებული პირები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ ეხმარება დასაქმების ცენტრი სამუშაოს მაძიებელს სასურველი სამსახურის პოვნასა და კარიერულ განვითარებაში.

შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართება. მაყურებელს საშუალება ექნება საკუთარი სმარტფონიდან/კომპიუტერიდან პირდაპირ ეთერში უყუროს FACEBOOK LIVE-ს და კომენტარის ველში დაწეროს კითხვები.

მაყურებლის კითხვებს პროექტის მენეჯერი და დასაქმების კონსულტანტები უპასუხებენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები