ახალი ამბები
აწ უკვე ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ჩხარტიშვილი გორის თეატრს გამოემშვიდობა
გორის თეატრის აწ უკვე ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ჩხარტიშვილი თეატრს სოციალური ქსელით გამოემშვიდობა.

მისი თქმით, იგი იმავე სფეროში რჩება, ხოლო თეატრის დასს პირდება, რომ მათ კიდევ ბევრჯერ შეხვდება.

დავით ჩხარტიშვილს 4-წლიანი ვადა ამოეწურა და ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კულტურის სამინისტრომ ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობას ჩხარტიშვილი არ აპირებს.

გამოსამშვიდობებელ სიტყვაში თეატრის აწ უკვე ყოფლმა სამხატვრო ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მისი მმართველობის 4-წლიან პერიოდში თეატრმა 15 ჯილდო სხვადასხვა კონკურსებებიდან მიიღო.

ასევე აღნიშნავს, რომ თეატრის შემოსავალი 30%-ით გაიზარდა, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში.

გორის თეატრი იყო ერთ-ერთი წარმატებული თეატრი და დარწმუნებული ვარ ასეც გაგრძელდება. ამ სფეროში ვრჩები და კიდევ ხშირად შევხვდებით...ვამაყობ თითოეული წუთით რაც თქვენთან ერთად გავატარე. მიყვარხართ. ეს არის ჩემი კომენტარიც, ბრიფინგიც და სხვა დანარჩენიც... ახლა კი ფარდა!'' - წერს დავით ჩხარტიშვილი.

გორის თეატრის ადმინისტრაციაში საკადო ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, როდესაც 2021 წლის მაისში, თეატრის დასი ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა. ერთ თვეში თანამდებობა დატოვა თეატრის მენეჯერმა გია წვერავამ, რომელიც გორის მერიის მიერ იყო დანიშნული. ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს სამხატვრო ხელმძღვანელს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები