ახალი ამბები
გორის მერიაში უარყოფენ, რომ მერობის პერიოდში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მასტერკლასებს ატარებს
გორის მუნიციპალიტეტის მერია qartli.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პრაქტიკოს მასწავლებლად აშშ-ში, კერძოდ ,,ნიუ-იორკის რეგიონალურ საწვრთნელ ცენტრში"" მუშაობს და ამ ცენტრის პრაქტიკოს-მასწავლებელია.

ჯერ კიდევ 2021 წლის 16 ნოემბერს, ნიუ-იორკის საჭიდაო სკოლამ გამოაქვეყნა აფიშა, რომლის მეშვეობით, მოჭიდავეებს ამცნო, რომ მათთან პრაქტიკულ მეცადინეობას ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჩაატარება. აღნიშნულ პერიოდში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი უკვე მერის თანამდებობას იკავებს.

ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ გორის მერიაში განმარტავენ:

,,აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არა თუ ამ ეტაპზე არ მუშაობს, არასდროს უმუშავია, ნიუ-იორკის რეგიონალურ საწვრთნელ ცენტრში"". მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალა გადაღებულია 2017 – 2020 წლებში და ასახავს სპორტსმენის ვარჯიშს იმ დროს, როდესაც ის საწვრთნელ ცენტრში სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა და მასტერკლასებს ატარებდა. გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მიმართ, მედიასაშუალებებმა არაერთხელ გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ სიცრუის ტირაჟირებისგან და მიზანმიმართულად ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში.'' - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხ. ამავე თემაზე

გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ნიუ-იორკში ჭიდაობის სკოლაში მუშაობს
Print

სტატიის გამოყენების პირობები