ახალი ამბები
გორში 10 სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა
გორში 10 სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განაცხადა.]

მისი ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის გამო, დისტანციურ სწავლებაზე შემდეგი სკოლები გადავიდნენ: კარალეთის პირველ და მეორე სკოლაში, ასევე ხელთუბნის, ქერეს, ახალდაბისა და ქვახვრელის სკოლები.

რაც შეეხება ქალაქის სკოლებს, აქ დისტანციურ სწავლებაზე მე-9, მე-10 და მე-12 სკოლები გადავიდნენ. მუნიციპალიტეტში სულ 67 სკოლაა.

ზამთრის არდადეგები 9 დღის წინ 17 იანვარს დამთავრდა.

სკოლებს რეკომენდაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა მისცეს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ სკოლებში სასწავლო პროცესი კლასებში გაგრძელდება, შემთხვევების რაოდენობა გასამმაგდებოდა.

ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 80 პედაგოგია ინფიცირებული, ხოლო მოსწავლეების რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები