ახალი ამბები
პოლიციელის მიერ არასრულწოვანის ცემის ფაქტი გორშიც გააპროტესტეს
პოლიციელის მიერ არასრულწოვანის ცემის ფაქტი გორში გააპროტესტეს. აქცია დღეს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობის წინ გაიმართა. ორგანიზატორი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

24 იანვარს პოლიციის თანამშრომელმა 17 წლის ასაკის, სმენისა და მეტყველების უნარის არმქონე ბიჭს სცემა. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

25 იანვარს, დილის 10 საათზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სპეციალურ ბრიფინგზე სამსახურის წარმომადგენელმა სპიკერმა განაცხადა, რომ ორივე პოლიციელი დააკავეს. ზემოთ აღწერილი გარემოების გათვალისწინებით:

პირველი პოლიციელი დააკავეს დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით, რომელიც "ჩადენილია მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ" – რაც არის სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლი. მეორე პოლიციელი დააკავეს კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს "სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას". ძირითადი ბრალდება იმ პოლიციელს აქვს წარდგენილი, რომელიც უშუალოდ სცემს 17 წლის მოზარდს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები