ახალი ამბები
,,კარიტასის'' საქმიანობაში გორის უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებიც ჩაერთვებიან
გორის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტები ,,კარიტატის'' საქმიანობას გაქცნენ.

როგორც ცენტრის ადმინისტრაცია იუწყება, რამდენიმე სტუდენტმა საქველმოქმედო ორგანიზაციაში ჩართვა გადაწყვიტა. ,,კარიტასის'' წარმომადგენლები მოწყვლად ჯგუფებს: საკვები პროდუქტებით, ტანსაცმლითა და მედიკამენტებით ეხმარებიან.

,,მოხალისეებმა სტუდენდებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, ხედვები და მიზნები მომავალი საქმის წარმოებისთვის, რის შედეგადაც რამოდენიმე სტუდენტმა გამოთქვა სურვილი სხვა და სხვა პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.'' - აღნიშნავენ გორის უნივერსიტეტში.

,,კარიტასი'' მსოფლიოს 200- ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს, საქართველოში კი 1994 წლიდან მუშაობს. ფონდში ფუნქციონირებს " შინ მოვლის" პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მარტოხელა მოხუცებისთვის როგორც სამედიცინო, ასევე მორალურ დახმარებას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები