ახალი ამბები
არცევი-ჯარიაშენის მხარეს რუსეთის სამხედროებმა 5 მ სიღრმის თხრილები გააკეთეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სადემარკაციო სამუშაოებს აგრძელებენ.

გოეის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის სიახლოვეს ამჯერად 5 მ სიღრმის თხრილები გააკეთეს. წინა წლებში აქ მხოლოდ ხნულები იყო გავლებული.

თხრილები რამდენიმე კმ მანძილზე გრძელდება.  ჯარიაშენს ცხინვალის რაიონის სოფელი ზემო არცევი ემიჯნება. 

მიმდინარე სეზონზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გააქტიურდნენ გორის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, რომლებიც ყველაზე ახლოს მდებარეობენ ოკუპირებულ ზონასთან. ეს სოფლებია კირბალი და მეჯვრისხევი.

თხრილების მეშვეობით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ქართულ და ოსურ სოფლებს შორის, მაგალითად, ჯარიაშენი-ზემო არცევსა და მეჯვრისხევ-ღრომს შორის კომუნიკაციის შეწყვეტას ცდილობენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები