ახალი ამბები
გორის პოლიციის ცნობით, 82-წლის მამაკაცი კლავდა შვილს
გორის შს სამმართველოს ცნობით, 1940 წელს დაბადებული კ.მ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, 82 წლის ასაკის ბრალდებულმა მამაკაცმა გორში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შვილს - 1975 წელს დაბადებულ გ.მ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

,,გორმედის'' ექიმის, ტატო ქაჯაიას თქმით, პაციენტს დაზიანებული აქვს კუჭი, ღვიძლი, პანკრეასი, ფილტვი და წვრილი ნაწლავი. პაციენტს ასევე ხელის მტევნებზე, თავისა და წინამხრის არეში აქვს ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობებო

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19 -109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები