ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის გზებზე ბოლო ერთ კვირაში მოძრაობის წესების დარღვევის 378 შემთხვევა გამოავლინეს
ერთი კვირის განმავლობაში (24 იანვრიდან 31 იანვრამდე). დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 378 შემთხვევა გამოავლინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, აქედან 4 შემთხვევაზე მძღოლს ნასვამობა დაუდგინდა.

გასულ კვირას დე-ფაქტო რესპუბლიკის გზებზე ორი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთი ავარიის დროს ორი ადამიანი დაშავდა.

რაც შეეხება სისხლის სამართლის დანაშაულებებს, ამ კუთხით, ერთი კვირის განმავლობაში დანაშაული არ დაფიქსირებულა. ცხინვალის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით ერთი მოქალაქე დააკავეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები