ახალი ამბები
კასპის მერია კოვიდდაზარალებულთათვის სასურსათო პაკეტს თებერვალშიც დაარიგებს
კასპის მერია თებერვალში კოვიდდაზარალებულებისთვის სასურსათო პაკეტს ისევ ამზადებს. სოციალური სამსახურის ცნობით, ასეთი კვლავ 100 ოჯახია.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 5300 ლარი გამოიყო. გასულ თვეს იყო 4900 ლარი.

პროგრამის მიხედვით, თითო ოჯახს შეხვდება 2 კგ წიწიბურა, 2 კგ ბრინჯი, 3 კგ შაქარი, 3 კგ ფქვილი, 2 კგ მაკარონი, 2 კგ ვერმიშელი და 1 ლიტრი ზეთი.

როგორც კასპის მერიაში განმარტეს, კოვიდდაზარალებულად ითვლება ისეთი ოჯახი, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ან კოვიდი აქვთ დადასტურებული და სამსახური დაკარგეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები